დამიის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღინიშნა.
კონკურსი მხატვრულ კითხვაში, რომელსაც ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლუსინე დარბინიანი ხელმძღვანელობდა, სამ ეტაპად ჩატარდა.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ჰოვანეს თუმანიანის პოპულარული პოემებიდან.
კონკურსანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და ფინალისთვის 3 მონაწილე გამოავლინა.
მხატვრული კითხვის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
1 ადგილი- თამარა სარგისიანი (8კლ.)
2 ადგილი- მერი მისკარიანი (8კლ.)
3 ადგილი- ანა სარქისიანი (11კლ.)
კონკურსის ყველა მონაწილესა და ფინალისტს გადაეცა სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები