დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა თემაზე - „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ვაშლოვანის შესახებ პრეზენტაცია ნახეს და მის უნიკალურობას და ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სტუმრების დასმულ კითხვებს უპასუხეს და თავადაც საინტერესო შეკითხვები დაუსვეს პრეზენტატორებს. მეორე ეტაპზე კი მოსწავლეებმა ბუნების დაცვის თემაზე ნახატები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები