ლასურიაშის სკოლაში მოსწავლეებმა წიგნების შესახებ საინტერესო დისკუსია გამართეს
24-02-2017

ლასურიაშის სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება, სახელწოდებით, ''წიგნი-თანამგზავრი, მეგობარი'' მიუძღვნეს.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში წიგნის კითხვისადმი სიყვარულის გაღვივება და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება იყო. 

სკოლაში არსებულმა წიგნის მკითხველთა კლუბის წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა და ისაუბრეს წაკითხული წიგნების შესახებ.

გაიმართა შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულებთან. მარი სილაგაძემ მოაწყო პრეზენტაცია წაკითხული წიგნის ალბერტ კამიუს ''უცხო'' შესახებ. მოსწავლეებმა ასევე დასვეს შეკითხვები.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი გადაეგზავნათ წიგნის ელექტრონული ვერსია. 

მათ ასევე, დაგეგმეს მომდევნო შეხვედრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203