თელავის N7 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის, განათლების დოქტორის, ნათელა ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა V სასკოლო-საბუნებისმეტყველო კონფერენცია „მემკვიდრული ცვალებადობა“.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საჯარო სკოლების დირექტორები, ბიოლოგიის მასწავლებლები და მოსწავლეები.
კონფერენცია გახსნა სკოლის გუნდმა (ხელმძღვანელი: მაია შალიკაშვილი).
სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი მაია სილაგაძე. მან 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - დნმ-ის გამოყოფა ხახვისგან და განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა :
• მემკვიდრული ცვალებადობა
• მუტაციების გამომწვევი ფაქტორები
• ნამგლისებრი ანემია
• აბინიზმი
• ჰემოფილია
• პატაუს სინდრომი
• კატის კნავილის სინდრომი
• ედვარდსის სინდრომი, დაუნის სინდრომი
• კლაინფელტერის სინდრომი, ტერნერის სინდრომი
კონფერენციის ბოლოს მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები