''ყვავილებს ვკრეფთ და ლამაზ თაიგულებს ვაკეთებთ'' - როგორ ეგებებიან ქვედა სიმონეთში გაზაფხულს
24-02-2017

მოდის გაზაფხული?!

''ყველას გვიყვარს ზამთარი, როცა ისმის ბავშვების ჟრიამული, მხიარული შეძახილები, მაგრამ წელს ზამთარი ძალიან გაჭიანურდა. თებერვალი თითქმის მთავრდება, მთა-ბარი კი ისევ თოვლითაა დაფარული. ამ დროს ასეთი გამონათქვამი გამიგონია: ''თებერვალი  დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ჩიტმა ჩიორამაო საძირკველი გადგაო''.

დღემ იმატა, ღამემ იკლო, ახლა უნდა ისმოდეს სხვადასხვა ჩიტების ჭიკჭიკი, მაგრამ-ამაოდ.

აი საოცრება:  ჩვენი ეზოს ახლოს პატარა  ნაკადული მიედინება და იქ თოვლსა და ქვებში გაზაფხულის პირველ მახარობელს, ყოჩივარდას ამოუყვია თავი, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ მალე ნამდვილი გაზაფხულიც მოვა.

ჩვენ ძალიან გვიყვარს გაზაფხულის პირველი თვე. მარტი ძალიან ''წუნკალი'' თვეა. მარტში ბევრი ლამაზი დღესასწაულია, თანაც ძალიან კარგად ვმხიარულობთ - ყვავილებს ვკრეფთ და ლამაზ თაიგულებს ვაკეთებთ, გვირგვინებს დედებს მივართმევთ, რაც დედებს ძალიან უხარიათ. მოუთმენლად ველოდებით გაზაფხულის მოსვლას - როდის მოვა გაზაფხული?!''

ავტორი - ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე დარეჯან ნიკოლაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203