ბოლნისის კერძო სკოლის - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ 1-ელი კლასის მოსწავლეებმა გამწვანების აქცია გამართეს.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, აქცია პირველი კლასის მოსწავლეთა ინიციატივით პირველ მარტს მოეწყო.
პირველკლასელებმა პედაგოგთან ერთად სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, აქცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები