თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ვინ არის პირველი?“ ჩატარდა
01-03-2019

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-9ა კლასში ინტელექტუალური თამაში - „ვინ არის პირველი?“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში მოიცავდა კითხვებსა და გამოცანებს როგორც ზოგადი სფეროდან, ისე სასკოლო საგნებიდან: ქართული ლიტერატურიდან, გეოგრაფიიდან, ბიოლოგიიდან, ქიმიიდან, ხელოვნებიდან, მათემატიკიდან და მუსიკიდან.

გამარჯვებული გუნდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულით დაჯილდოვდა.

ინტელექტუალურ თამაშს სკოლის დირექციის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, თამაში მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა.

ინტელექტუალური თამაშის ავტორები ერეკლე კირკიტაძე და ჯარჯი ჯამალაშვილი არიან.

კლასის დამრიგებელი კი ხათუნა გურულია. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203