მაზერის საჯარო სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი მოეწყო
01-03-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი მოეწყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეთნოგრაფიული მუზეუმში მოსწავლეების მოძიებული ძველი ნივთები არის გამოფენილი. 

„ოქტომბრის თვეში გადავწყვიტეთ სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმი შეგვექმნა. ამისთვის სკოლაში ოთახი გამოიყო,  რომელიც შერემონტებას ითხოვდა. მოსწავლეებმა ოთახი საკუთარი ხელით მოაწყვეს. სკოლის აღსაზრდელები ოთახის კეთილმოწყობის სამუშაოებში  მონდომებით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მუზეუმის დევიზია -“ ჩვენ ვაცოცხლებთ ისტორიას“. მუზეუმის გამართვაში ჩართული არიან 8-დან 12- კლასამდე მოსწავლეები, სკოლის პედკოლექტივი  და ადმინისტრაცია. მოსწავლეებმა ძველი ნივთები მოიძიეს. ამჟამად ძიების პროცესში ვართ ისევ....გვაქვს ნივთები რომლებიც 2 საუკუნეზე მეტს ითვლის. 

ყოველი კვირის ხუთშაბათს გაკვეთილების შემდეგ გვაქვს ტრადიციული ხელსაქმის საათი - სვანური ქუდების კეთება მატყლის დამუშავება დართვა და ა.შ. ჩვენი მიზანია მივიწყებას 

არ მიეცეს  ძველი ტრადიციული ხელსაქმე. გვაქვს კიდევ სამომავლო მიზნები, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სკოლის ცხოვრება და ეს იქნება ერთი დადებული აგური მომავალი თაობის სწავლა აღზრდის საქმეში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ბმული Presentation1.pptx

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203