ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის, რუსუდან ჯოხაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში" წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი სამი ნაწილისგან შედგებოდა.
1. მათემატიკის, დიდი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფიული ცხოვრება.
2. პროექტის ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში"-პრეზენტაცია.
3. მათემატიკური ვიქტორინა.
ასევე მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - ,,ყველაფერი რიცხვებზე“ გამოუშვეს.
„მადლობა ბოსტანის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროს მასწავლებელს რუსუდან ჯოხაძეს და სკოლის მოსწავლეებს ასეთი საინტერესო პროექტს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები