თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5(1) და მე-5(2) კლასის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსის მიზანი იყო საქართველოს ისტორიის უაღრესად მტკივნეული პერიოდის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები