იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-10/3 კლასის მოსწავლემ, თინათინ გელაზანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კალიგრაფიის საქალაქო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლის აღსაზრდელი სიგელით და სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა.
თინათინ გელაზანიას დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო თევდორაძეა.
„ვულოცავთ თინის და ნატო მასწავლებელს დამსახურებულ მეორე ადგილს და წარმატებებს ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები