2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსისთვის პედაგოგთა რეგისტრაცია დაიწყო
02-03-2019

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსისთვის პედაგოგთა რეგისტრაცია დაიწყო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს გაიმართა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გადაეცემა 10 000 ლარი.

გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2-კვირიან პროგრამას ბაქსვუდის სკოლა დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ კი სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მაშინ კონკურსის გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203