როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი
04-03-2019

მიმდინარე წლის 4-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

7 მარტს კი დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203