სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს.
ღონისძიების ავტორი ვიოლეტა ვეკუა გახლდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეხუთეკლასელებმა ყველა დედას დედის დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.
„მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ლამაზად მიულოცეს. მათ ყველა დედას საჩუქრად ლექსებთან, სიმღერებთან, ცეკვებთან ერთად, იის კონებიც მიართვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები