ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა აღნიშნეს
04-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლეილა მჭედლიძე) და მშობლებმა გაზაფხულის დადგომა აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები, გაზაფხულის პირველ დღეს, დამრიგებლის ლეილა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, თელის ეკლესიის ტერიტორიაზე დედებისა და ბებიებისთვის გაზაფხულის დღესასწაულების მისალოცად ყვავილების დასაკრეფად წავიდნენ.

„ღრუბლიანი დღის მიუხედავად პირველ მარტს მხიარული განწყობით გავეშურეთ თელის ეკლესიის ტერიტორიაზე, იების, ენძელების და ყოჩივარდების საკრეფად, ირგვლივ მიმობნეული იყო უამრავი თეთრი და ლურჯი იები, იასამნისფერი ყოჩივარდები, ბავშვებმა სიახრულით დაკრიფეს ყვავილები და დედის დღის სამი მარტის აღსანიშნავად მიართვეს დედებს და ბებიებს იის კონები. ეს იყო დაუვიწყარი დღე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203