სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, შემცირდა.
კერძოდ, 2018 წლის ბოლოსთვის 118 დაწესებულება იყო, აქედან 39 საჯარო და 79 კერძო. 2017 წელს კი ფუნქციონირებდა 125 (შესაბამისად 42 საჯარო და 83 კერძო).
ამასთან, 2018 წელს, პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღება 2017 წელთან შედარებით 24,4%-ით არის შემცირებული. 2018 წელს ჩარიცხულია 11 820 სტუდენტი, რომელთაგან 48% ქალია და 52% - კაცი.
რაც შეეხება ჩარიცხული სტუდენტების ასაკობრივ გადანაწილებას - 26.5% არის 18-20 წლის, 20.9% - 21-23 წლის, ხოლო ყველაზე მცირე (9.1%) - 15-17 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს თბილისი (46,7 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (22,4%), იმერეთი (6,8%), კახეთი (6,0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,5%), და ქვემო ქართლი (1,1%).
2018 წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 12 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 50.4% ქალია და 49,6% კაცი. 2017 წელთან შედარებით კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 22,3%-ით არის გაზრდილი. მათი უმეტესობა მოდის ინჟინერიის პროგრამებზე (30.4%), ჯანდაცვის პროგრამებზე (15.0%), ბიზნესის ადმინისტრირებაზე (16.7%), აგრარულ მეცნიერებებზე (13.9%). კურსდამთავრებული სტუდენტების უმეტესობა 29.1% არის 21-23 წლის ასაკის, 8.6% - 18-20 წლის ასაკის და 3,7% - 15-17 წლის ასაკის.
კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი (51,5%), აჭარა (14,7%), იმერეთი (9,7%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (6,4%), ხოლო ყველაზე მცირე მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე (2,6%).
ასევე იხილეთ: რამდენი ადამიანი დასაქმდა 2018 წელს პროფესიული განათლებით და როგორია მათი ანაზღაურება - იხილეთ კვლევა