„დაკონკრეტდეს, რა არის ბავშვებზე ძალადობა, რადგან პატარა შენიშვნის გულისთვის მასწავლებლებს სკოლებიდან ყრიან“- ემზარ კვიციანი
04-03-2019

პარლამენტში „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ განხილვისას, კანონპროექტის ავტორს, სოფო კილაძეს პარლამენტარებმა სხვადასხვა კითხვითა და მოსაზრებებით მიმართეს.

კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზედმეტი თავისუფლება ბავშვისთვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს. ამასთან, მისი თქმით, უნდა დაკონკრეტდეს რას გულისხმობს ბავშვზე ძალადობა, რადგან დღესდღეობით, პატარა შენიშვნის გულისთვისაც კი პედაგოგებს სკოლებიდან ყრიან.

„ბავშვს დაბადებიდანვე აქვს გარკვეული უფლებები, მათ შორის უფლება აქვს მშობლებს უსმინოს და შეასრულოს მათი მითითება, უფლება აქვს მოუსმინოს მასწავლებლებს და შეასრულოს მათი ყველა მითითება სწავლის პროცესში. უფლება აქვს მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის, ასევე იმარხულოს და ეზიაროს.

მაინტერესებს, ზედმეტი თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვებისთვის დამღუპველად?! მხედველობაში მაქვს ის, რომ დაკონკრეტდეს, რა არის ბავშვებზე ძალადობა, რადგან პატარა შენიშვნის გულისთვის მასწავლებლებს სკოლებიდან ყრიან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცი ბავშვს და ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა არ მგონია, მისგან რამე ნორმალური დადგეს. როცა ზედმეტი თავისუფლება და ზედმეტი უფლება დამღუპველი ხდება ბავშვისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203