გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ, ისტორიის მოყვარულთა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნიკა იჩქითმა და ვანიკო აკოფაშვილმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ნიკა იჩქითი მესამე ადგილზე გავიდა, ვანიკო კი საუკეთესოთა ოცეულში მოხვდა, მანუჩარ ტერუნაშვილი ხატვის კონკურსში მონაწილეობდა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები