თბილისის N165 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაგეგმეს და წარმატებით ჩაატარეს ინტელექტუალური და შემეცნებითი თამაში - „ტვინების ბრძოლა“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშში 5 კლასის ხუთი გუნდი ჩაერთო. გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. სკოლაში მეორე ეტაპი გაიმართება.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პროექტის განხორციელებას.
იხილეთ ფოტოები