თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდულ სემინარში - „ახალგაზრდა თაობის როლი მეცნიერების განვითარებაში“ მონაწილეობდნენ.
სემინარი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და მეცნიერების“ ორგანიზებით, თბილისში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელებმა სემინარზე წარადგინეს თემები - „დედამიწის დაბინძურება“ , „გარემო და ჯანმრთელობა“ , „მცენარეების ნერვული სისტემა“, „მცენარეთა და ადამიანთა მგრძნობელობა“, „ფოტოსინთეზი“, „ნაადრევი ქორწინება“, „ენდემური ჩიყვი“ და ა.შ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორი დ. ნადარეიშვილი, დირექტორის მოადგილე საზოგადოებრივ საკითხებში თ. ცერცვაძე, რადიობიოლოგიის განყოფილების ხალმძღვანელი, მ.ნიკოლაიშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, გოგი ჯიქია, თ.მუსელიანი.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და პედაგოგებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები