მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა სასწავლო თემის შემაჯამებელი ნაწილის პროექტის - ,,ლეგენდა თბილისზე“ პრეზენტაცია ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წარმდგენებმა და მსმენელებმა კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში მოსმენილი მასალა განიხილეს, დამაზუსტებელი კითხვები დასვეს, დამატებითს უპასუხეს და მიიღეს დადებითი უკუკავშირი და რეკომენდაციები.
„საჩვენებელი წარდგენა მიზნად ისახავდა საბაზო საფეხურის მოსწავლეების წახალისებასა და საპრეზენტაციო უნარების წარმოჩენა-განვითარების ხელშეწყობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები