დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ნაზიბროლა მემარნიშვილი ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით მეექვსე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკაში ხშირად დადიან და სხვადასხვა მხატვრულ თუ შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.