რამდენ დღიანი დასვენება ექნებათ მოსწავლეებს აპრილის თვეში
04-03-2019

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდგომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დასვენება აპრილის თვეშიც ელით. 

9 აპრილი (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე) ოფიციალური დასვენების დღედ არის გამოცხადებული და შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიც დაისვენებენ.

რაც შეეხება სააღდგომო პერიოდში დასვენების დღეებს, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დასვენება 26 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 30 აპრილს, სამშაბათს კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203