ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მარტუნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
ტესტირებაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმოამდგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ.
„ეს პროექტი არის გამორჩეული ყველა პროექტებისაგან იმით, რომ მოსწავლეებს აძლევს სტიმულსა და მოტივაციას რათა გაიღრმაონ ცოდნა და ახალი იდეები ჩამოაყალიბონ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო