ინაშაურის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათების კონკურსი გაიმართა
04-03-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა დინეზა გაბუნიამ, ია ვაშაყმაძემ, მაკა სვანიძემ და ხათუნა ბედენაშვილმა მოსწავლეებთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათების კონკურსი მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ბარათები და კედლის აპლიკაციები დაამზადეს და გამოფენაც მოაწყვეს. 

„დღემ ძალიან მხიარულად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203