ბათუმის კერძო სკოლა „მეგასკოლაში“ 3 მარტის ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური წარმოდგენები გამართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თითოეულმა კლასმა დედიკოებს საინტერესო ჩანახატებითა და ეტიუდებით უმასპინძლა.
მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი თავიანთი ნახატებითა და საკუთარი ხელით შექმნილი სუვენირებით მიულოცეს.
„იყო უამრავი ემოცია, სიხარულის ცრემლი და გაბრწყინებული თვალები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.