წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და მშობელთა კონფერენცია გაიმართა
04-03-2019

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უკვე მეოთხედ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა კონფერენცია - „3მ - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი-ჩვენ ერთად ვართ“ წარმატებით გაიმართა.

სკოლის წარმომადგნელის თქმით, ღონისძიებას პარლამენტის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, რაიონის სკოლის დირექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სკოლის მიღწევებსა და ტრადიციებზე ხაზგასმით ისაუბრა. სკოლის რიგ აქტივობებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს სკოლის ეკო-კლუბის თავჯდომარემ X-ბ კლასის მოსწავლემ ლ.ბენიძემ და სამოქალაქო კლუბის თავჯდომარემ, XI-ბ კლასის მოსწავლემ თ.ჩიხლაძემ. მოსწავლეთა მშობლები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავიანთი პროფესიების შესაბამისი თემატიკით საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კონფერენციის II ნაწილი - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „ხელი, რომელიც აკვანს არწევს მართავს მსოფლიოს!“. 

„ღონისძიების დასასრულს დარბაზში მსხდომ ყველა სტუმარს, ყველა ქალს გადაეცა თაიგული, რითაც სკოლის დირექციამ უდიდესი პატივისცემა გამოხატა თითოეული მათგანისადმი და მოკრძალებულად მიულოცა მათ გაზაფხულის შემობრძანება, მოახლოებული დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203