ზესტაფონის N7 სკოლის მოსწავლე ინგლისურენოვანი კონკურსის საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდა
04-03-2019

ლიტვის საელჩოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 25 თებერვალს გაიმართა ინგლისურენოვანი შემოქმედებითი კონკურსი ზეპირმეტყველებაში თემაზე: „გაბედე გქონდეს საკუთარი აზრი“.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გეწაძე (პედაგოგი - ნათია ნიკურაძე) მოხვდა საქართველოს მასშტაბით, 9 საუკეთესო მონაწილეთა შორის და დაჯილდოვდა საჩუქრებითა და სერთიფიკატებით.

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექცია მარიამს წარმატებას ულოცავს და  წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203