პატრიკეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
04-03-2019

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკაში. მასწავლებელი ციური გოდუაძე გახლავთ.

გაკვეთილის თემა იყო „ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით“.

გაკვეთილზე მოხდა საგანთაშორისი კავშირი მათემატიკასა და ქართულში. „ვეფხისტყაოსნიდან“ მოყვანილი ციტატის საფუძველზე მოსწავლეებმა შეადგინეს და ამოხსნეს განტოლება.

საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელმა ჯგუფებს მისცა ორი სხვადასხვა ამოცანა, რომელიც მათ ამოხსნეს განტოლების მეშვეობით. აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ამოცანის პირობა პრაქტიკაში განახორციელეს და პროცესი უფრო თვალსაჩინო გახადეს. ამ აქტივობით მათ დაამტკიცეს, რომ „კეთებით სწავლა“ ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური მეთოდია თანამედროვე გაკვეთილის წარმართვისას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203