განმუხურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ განხორციელდა
04-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, განმუხურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ თაოსნობით პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში სკოლაში სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის მიერ USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.

პროექტის - „ჯანსაღი ცოვრება ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ ფარგლებში აგრეთვე ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის შემდეგ კი მოსწავლეების მომზადებული საინფორმაციო ფურცელი დარიგდა. საინფორმაციო ფურცლები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.

ღონისძიებაზე გვესტუმრნენ საკრებულოდან დავით შამათავა და გიგა ჯგამაია. აგრეთვე მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა ორგანიზატორებსა და  თითოეულ მონაწილეს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203