ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი მიზნით ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმში გამოფენილი ქართული ხალხური საკრავები და ქართული ეროვნული სამოსი დაათვალიერეს.
მუსიკის მასწავლებლის - რუსუდან დუმბაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული საკრავების წარმოშობის ისტორია, მათი გამოყენების წესები. გაეცნენ სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ სამოსს და ინსტრუმენტებს.
მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია თემის შესახებ და თავადაც აქტიურად ჩაერთენ მუზეუმის თანამშრომლებთან საუბარში.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლა ხშირად გეგმავს და ახორციელებს გასვლით სასწავლო შემეცნებით გაკვეთილებს სხვადასხვა თემატიკაზე.
იხილეთ ფოტოები