ოფრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდა
04-03-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ზურა ფეფილოვი თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

მან კინოთეატრ ამირანში სამ-განზომილებიან მძაფრსიუჟეტიან, სათავგადასავლო ანიმაციურ ფილმს „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 3“-ს უყურა. შემდეგ კი დაათვალიერა თბილისის ქუჩები და პირველად ნახა თბილისის მეტრო.

ასევე ის იმყოფებოდა საბავშვო გასართობ ცენტრში, სადაც ბევრი ითამაშა და სასიამოვნო დრო გაატარა.

ექსკურსია განხორციელდა „სადამრიგებლო საათის“ ფარგლებში და ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.

საჯარო სკოლა ხშირად გეგმავს და ახორციელებს გასვლით სასწავლო შემეცნებით გაკვეთილებს სხვადასხვა თემატიკაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203