ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლამზირა ოსეფაშვილის ხელმძღვანელობით, პროგრამა - „მომავლის თაობის ინიციატივით და პროექტ „მშვიდობიანი გარემოს“ ფარგლებში, საკონკურსო თემებზე - „ბულინგის საწინააღმდეგო პრევენციები“, „როგორ სკოლას ვისურვებდი,“ „მშვიდობიანი გარემო“ და ა. შ. გამოფენა გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნახატები მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა ნამუშევრების არსზე ისაუბრეს, ესეები წაიკითხეს, ბულინგის პრევენციის გზებსა და მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ ნახატების და ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და სერტიფიკატები გადასცა.
„დღევანდელი ღონისძიება საკონკურსო გამოფენა იყო, პროექტის ბოლო ეტაპს შემდეგ კვირას განვახორციელებთ. ეს არის ფლაერების, ბუკლეტების, ტრიპლეტების ამობეჭდვა და სკოლის ფოიეში, თემის თავშეყრის ადგილებში, სამოქალაქო განათლების ოთახში გაკვრა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები