რა ღონისძიებებს ატარებს ლიის თემის #2 საჯარო სკოლა
15-09-2016
ლიის თემის #2 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა რელიგიურ თემაზე: "ჩვენი მემკვიდრეობა" და "გაზაფხულის ყვავილები". 

მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოვლინდა პირველი და მეორე ადგილები.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

1 ივნისს, "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ფერადი ცარცით ასფალტის მოხატვის ღონისძიება.

ასევე ჩატარდა ,,მხიარული სტარტები" და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

II კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოსცეს წიგნი, ნახატებითა და მოხატული ასოებით. 

სკოლაში ხშირად ტარდება ტურნირი ჭადრაკში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203