წინსვლის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული ჩატარდა
04-03-2019

ხელვაჩაურის წინსვლის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული ჩატარდა.

კვირეული საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა. სკოლაში კედლის გაზეთი გაკეთდა და  მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203