ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში - „საუბრები მომავალზე“ აქტიურად არის ჩართული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დასვან საინტერესო კითხვები და კომუნიკაციაში შევიდნენ სპიკერებთან.
პროგრამის - „საუბრები მომავალზე“ მიზანია საინტერესო თემებისა და მასწავლებლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და სწავლების პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება.
იხილეთ ფოტოები