ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს
04-03-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამბოში გამართულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს.

მიმდინარე წლის 1-3 მარტს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სამბოში, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ, ნატო ფოთელიძემ და ნინო ფოთელიძემ, რომლებიც 52-44 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო ამავე სკოლის მოსწავლემ თამუნა დოლიძემ, რომლებიც 65 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ნანი კირკიტაძეს მოსწავლეთა წარმატებების მოპოვებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203