ქარცეფის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
04-03-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ქარცეფის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა დედაზე დაწერილი ლექსები და ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წაიკითხეს. მოსწავლეებმა ასევე მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებს 3 მარტი მიულოცეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203