საჩხერის მუნიციპალიტეტის, იტავაზის საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლების ლილი ზუმბაძის და თეა გოგოლიძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ გაიმართა.
ვიქტორინაში VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ორი გუნდი „m კვადრატი“ და „n კვადრატი“ ეჯიბრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამარჯვებულ გუნდს და ცალკეულად წარმატებულ მოსწავლეებს ვინც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები