ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლის დათო ფიფიას ლექსების კრებული გამოიცა
04-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლის დათო ფიფიას ლექსების კრებული - „უნდა შეგვეძლოს“ გამოიცა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დათო ღვთიური ნიჭითაა დაჯილდოებული მოსწავლეა.

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს"...
სწორედ ღვთიური ნიჭითაა დაჯილდოებული ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე დათო ფიფია. ღმერთმა უხვად გადმოაბერტყა კალთა ამ სოფელზე, მშობლიურ კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდას.

"ჩემს მშობლიურ სოფელში ვარ,
მიყვარს მისი მთა და მდელო
სოფლელობით ამაყი ვარ
აქ დუღს ჩემი საქართველო".

დათოს ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას რამდენჯერმე მოუწყვეს შეხვედრა, ახლა კი მისი ლექსების პირველი კრებული - „უნდა შეგვეძლოს“ გამოიცა. 

მშობლიურმა სკოლამ თბილი დახვედრა მოუწყო თბილისიდან დაბრუნებულ დათუნას. დათოს წარმატებები უხარიათ მეგობრებსაც, პედაგოგებსაც, თემს და უსურვებენ, რომ მის ნიჭს მიეცეს ფართო გასაქანი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203