24 თებერვალს ქალაქ ბათუმში აჭარის ა/რ მოსწავლეთა რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. სსიპ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე ფოლკლორისა და ქართული ენის სექციებში მონაწილეობდა.
ბავშვებმა საუკეთესო თემები წარადგინეს: "ჩემი სოფლის დიალექტური ლექსიკა" - ავტორები: ლიზა ხარაძე და ლაშა იმნაძე, ხელმძღვანელი მარინა ბერიძე.
"ჩემი სოფლის შელოცვების ხიბლი და ნაირსახეობანი" - ავტორები: ალექსანდრე დიასამიძე და ლაშა დავითაძე, ხელმძღვანელი ქეთო საფარიძე.
თემების დაცვისას გამოვლინდა მოსწავლეთა კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება, რითაც ჟიურისა და დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სსიპ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლი ვუსურვებთ წარმატებას 73-ე რესპუბლიკურ სასწავლო - შემოქმედებით ტურზე გადასავლელად.