თბილისის N2 საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასებში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, საგადასახადო ცნობიერების ამაღლების მიზნით, თემაზე - „გადავიხადოთ გადასახადი უკეთესი მომავლისათვის“ ორსაათიანი ტრენინგი ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო კულტურის დონე საკმაოდ დაბალია. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მომავალში ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
იხილეთ ფოტოები