ქალაქ ახალციხის კერძო სკოლა ''მზექას'' მე-10 კლასის მოსწავლეებს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო პირი სამცხეში, გულო კოხოძე შეხვდა.
შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
გულო კოხოხძემ ახალგაზრდებს სახალხო დამცველის მანდატზე მიაწოდა ინფორმაცია, ესაუბრა აპარატის მუშაობის სპეციფიკასა და სტრუქტურაზე, რეგიონული დეპარტამენტის უფლებამოსილებასა და სამცხე-ჯავახეთის ოფისის საქმიანობაზე.
შეხვედრის მთავარი თემა ბულინგი და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
როგორც მოწვეულმა სტუმარმა აღნიშნა, ბულინგი ძალადობის ფორმაა და აუცილებელია სკოლებში პრევენციული პროგრამების შემოღება.
მოსწავლეების თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.