შუახევის მუნიციპალიტეტის, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში კლასებს შორის ჭადრაკში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატს ორგანიზება სპორტის მასწავლებელმა ავთანდილ მიქელაძემ გაუწია.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გოგონათა შორის I ადგილის მფლობელი გახდნენ X I კლასის მოსწავლეები, II ადგილის - კი IX კლასის გოგონები, ხოლო III ადგილი - VII კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს.
ვაჟებს შორის კი I ადგილზე IX კლასის მოსწავლეები გავიდნენ, II ადგილი - XI კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს, ხოლო III ადგილის მფლობელები VII კლასის ვაჟები გახდნენ.
სკოლის დირექციამ გამარჯვებული გუნდები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები