ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებაში სიხარულით ჩაერთნენ
05-03-2019

წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში სიხარულით ჩაერთნენ. პირველ ტურზე 21 მოსწავლე დარეგისტრირდა.

„მოსწავლეებმა სიხარულით და დიდი იმედებით მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებს მოსწონთ ასეთი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი „ეტალონი“. ვუსურვებთ მათ წარმატებას მეორე ტურში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203