ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ელიზა ნოზაძის ხელმძღვანელობით, კოცონთან გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იქნება.
„28 თებერვალი უკვე გაზაფხულის დაწყების დღეა. სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგმა ელიზა ნოზაძემ გადაწყვიტეს ტყეში კოცონი დაენთოთ და კოცონის გარშემო პოეზიის საღამო მოეწყოთ. თვალწინ ,,გადაიშალა“ გალაკტიონ ტაბიძის ,,ლექსების კრებული“, მოსწავლეები ერთმანეთს ცვლიდნენ და ლექსის თქმაში ეჯიბრებოდნენ. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ზედელაშვილი ელენეს დაბადების დღე ყოფილა. მოსწავლეები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ. იყო მხიარული შეძახილები, აანთეს ფეიერვერკები. შემდეგ კი ბუხართან წაიხემსეს. ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარი იქნება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები