დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: ოლიკო კიკილაშვილი) სათნოების სახლში გეგმით გათვალისწინებული თემა ,,ჩვენც დავბერდებით" განახორციელეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ბენეფიციარებთან სხვადასხვა საკითხზე, მოუსმინეს და გულთან მიიტანეს მათი გულისტკივილი.
„ისინი მათ დახმარებასაც დაჰპირდნენ, სახელდახელოდ მომზადებული კონცერტიც გამართეს, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და ააცეკვეს მასპინძლები. ეს დღე განსაკუთრებული იყო არა მარტო მათთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ ისწავლეს თანადგომა და უფროსების პატივისცემა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები