გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.
ხელოვნების პედაგოგმა, მაია მეცხვარიშვილმა მათ ასოების წერა სახალისო მეთოდით ასწავლა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა სიტყვა და წინადადება ქვიშაზე გამოიყვანეს.
„ხატვა ქვიშაზე“ მოსწავლეებისთვის საინტერესო, გასართობი და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა“ - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები