ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში „ერთობა“ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
თამაშში სამი გუნდი მონაწილეობდა და მას კლუბის ლიდერი საბა ჯღარკავა უძღვებოდა.
შეჯიბრი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. საბოლოოდ, გამარჯვება გუნდმა „ალფამ“ მოიპოვა.
მონაწილე გუნდები კლუბის კურატორმა მასწავლებელმა რ. ქიქავამ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები