დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, გიგა ხიჯაკაძემ საკუთარი ვებსაიტი შექმნა.
მოსწავლე თბილისის ტექნოპარკში Front End Development-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
Front End Development-ის კურსი ,,ჯეოლაბმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ თბილისსა და საქართველოს ოთხი რეგიონის ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში ჩაატარა.
11 კვირის განმავლობაში, სამ ეტაპად დაყოფილი კურსის შემდეგ, სტუდენტებმა შეისწავლეს ვებგვერდის შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა, საიტის სტრუქტურის შემუშავება, დიზაინის აწყობა.
Front End Development-ის კურსში ათი ხარაგაულელი ახალგაზრდაც ჩაერთო. სტუდენტებს სწავლების პროცესში ეძლეოდათ დავალებები, რომლებსაც ეტაპობრივად ასრულებდნენ.